გუნდური შეჯიბრებების ჩატარების იდეა ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის ოციან წლებში გაჩნდა. 1825-1827 წლებში ერთმანეთს ედინბურგისა და ლონდონის მოჭადრაკეები შეხვდნენ. 1842-1845 წლებში იმართებოდა მატჩები ბუდაპეშტის დაპარიზის გუნდებს შორის. იმ დროის ცენტრალური, მოვლენა კი ლონდონისა და პარიზის საჭადრაკო კლუბების მატჩები იყო, რომელთგანაც ბოლო 1893 წელს ჩატარდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში გუნდური შეჯიბრებები კიდევ უფრო ხშირი გახდა. ძირითდად ერთმანეთს ხვდებოდნენ მეზობელი ქვეყნების გუნდები (გერმანია და ჰოლანდია, შვედეთი და დანია).
1924 წლის ოლიმპიური თამაშების დროს პარიზში გაიმართა ე.წ. მოყვარულ მოჭადრაკეთა (ოლიმპიურმა კომიტეტმა უფლება არ მისცა ეთამაშათ ტურნირში ისეთ გროსმაისტერებს როგორებიც იყვნენ ალექსანდრე ალიოხინი , არონ ნიმცოვიჩი, საველი ტარტაკოვერი, ზიგბერტ ტარაში, მილან ვიდმარი და სხვა. მსოფლიოს ჩემპიონატში. შეჯიბრება ჩატარდა ორ ეტაპად. ცხრა ჯგუფად გადანაწილებული 54 მოჭადრაკე ჯერ ქვეჯგუფებში არკვევდა ურთიერთობას, ხოლო შემდგომ ცხრა გამარჯვებულმა ფინალურ ტურნირში გაითმაშა ჩემპიონის ტიტული. პარალელურად ერთი ქვეყნის წარმომადგენლების ქულათა ჯამის მიხედვით დაითვალა გუნდური შედეგებიც. გამარჯვებულად გამოცხადდა ჩეხოსლოვაკიის გუნდი. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი პირობითი იყო, ვინაიდან ქვეყნებს სხვადასხვა რაოდენობის წარმომადგენლები ყავდათ. მაგალითადჩეხოსლოვაკიის ოთხკაციანმა გუნდმა მხოლოდ 3,5 ქულით გაუსწრო ლატვიის გუნდს, რომლის ღირსებას სულ სამი მოჭადრაკე იცავდა. არადა ლატვიელები გერმან მატისონი და ფრიცის აპშენიეკი პირველ ორ ადგილზე გავიდნენ ფინალურ ტურნირში.
ოლიმპიური ტურნირის ჩატარების მომდევნო ცდა 1926 წელს გაიმართა. ამ წელს ბუდაპეშტში ოთხი გუნდი (უნგრეთი,გერმანია, იუგოსლავია, რუმინეთი) შეიკრიბა. გუნდები ოთხ დაფაზე ხვდებოდნენ ერთმანეთს. ტურნირი ერთწრიანი იყო დაუნგრელების გამარჯვებით დასრულდა. მან საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია და უკვე ერთი წლის შემდეგ, 1927 წელს ლონდონში 16 გუნდი შეიკრიბა. გუნდში ოთხი ძირითდი და ერთი სათადარიგო მოჭადრაკე ირიცხებოდა. ყველაფერი ეს რა თქმა უნდა ვაჟ მოჭადრაკეებს ეხებოდა. ქალთა ჭადრაკი მაშინ ჯერ კიდევ არ იყო იმდენად პოპულარული, რომ ფიდესმათთვისაც ჩაეტარებინა ანალოგიური ტურნირი.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქალთა ჭადრაკი უკვე საკმაოდ პოპულარული გახდა. 1953 წლის აგვისტოში შაფჰაუზენში(შვეიცარია) გამართულ ფიდეს კონგრესზე საბჭოთა დელეგაციის წინადადებით შეიქმნა საგანგებო კომისია რომლის შემადგენლობაში შევიდნენ ვერა ჩუდოვა (სსრკ,თავმჯდომარე), რუანა მარია ბრიუსი (ინგლისი), ფენი ჰეემსკერკი (ჰოლანდია) და ედიტ კელერ-გერმანი (გდრ). ამ კომისიას უნდა შეემუშავებინა ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადების დებულება. 1954 წელს კომისიამ ეს დებულება ფიდეს წარუდგინა. კიდევ ორი წელი დასჭირდა შესწორებებისა და დამატებების შეტანას და საბოლოოდ გადაწყდა: პირველი ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადა გაიმართება 1957 წლის შემოდგომაზე ჰოლანდიის ქალაქ ემენში.
დაწესდა პრიზი გამარჯვებული გუნდისათვის. ეს გახლდათ ვერა მენჩიკის სახელობის გარდამავალი თასი. დადგინდა, რომ ოლიმპიადები ყოველ სამ წელიწადში ერთხელ გაიმართებოდა. 1972 წლიდან კი, როცა ქალთა ჭადრაკმა კიდევ უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვა, ტურნირი ორ წლიან ციკლზე გადავიდა.http://ka.wikipedia.org/wiki/
No comments:
Post a Comment